Welcome

გმადლობთ,

რომ დაინტერესდით და ეწვიეთ ჩვენს გვერდს. აქ თქვენ გაეცნობით ჩვენი კურსების დეტალურ აღწერას და ტარიფებს, სასწავლო მეთოდებს და  საინტერესო სტატიებს. ჩვენთან სწავლა მარტივია, სახალისო და ინტერაქტიული.

 

როგორ დავიწყო სწავლა?

  1. რეგისტრაცია –  აირჩიეთ სასურველი კურსი და გაიარეთ რეგისტრაცია. ჩვენ დაგიკავშირდებით და დავგეგმავთ თქვენთან შეხვედრას. ჩვენი მიზანია დავადგინოთ თქვენი ცოდნის დონე რამდენად შესატყვისია თქვენს მიერ არჩეულ კურსთან.
  2. მეორე ეტაპი – არის განრიგის შეთანხმება. ჩვენთან გაკვეთილები მიმდინარეობს, დილის 10:00 საათიდან, 21:00 საათამდე. ყოველდღე, კვირის გარდა. სასწავლო პროცესში მიმდინარე გაკვეთილების განრიგის და თქვენი მოთხოვნის შეჯერებით, ჩვენ თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტულ სასწავლო გრაფიკს შემოგთავაზებთ.
  3. ანგარიშსწორება – ხდება ყოველი სასწავლო თვის დასაწყისში, საბანკო გადარიცხვით. მიღებული ინვოისის საფუძველზე.

 

სრული კურსის დაწყებამდე, თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ საცდელ გაკვეთილს და შემდეგ გადაწყვიტოთ, გააგრძელებთ თუ არა სწავლას.