ინგლისური ენის პედაგოგი | English Language Tutor
ვეძებთ კანდიდატს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს ხალისიან გუნდს ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე.
ზოგადი ინფორმაცია:
-
- სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღმის მასივი.
- ვაკანსია ვალიდურია: 2023 წლის 14 აპრილამდე
- ხელფასი: 1000 – 2000 ლარი. (ჯგუფების მიხედვით)
- სამუშაოს დასაწყისი: 1 მაისი, 2023წ.
სამუშაოს შესასრულებლად საჭირო მოთხოვნები:
აუცილებელია:
-
- მინ. 1 წლიანი გამოცდილება ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე;
- გამართულად მეტყველების და წერის უნარი, ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მზადყოფნა, მინიმუმ 1 წლიანი თანამშრომლობისთვის;
- იმუშაოთ მინიმუმ 5 ჯგუფთან. (ბავშვები, მოზარდები, ზრდასრულები)
- იმუშაოთ მინიმუმ 1 საღამოს ჯგუფთან. (18:00 საათის შემდეგ)
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები Microsoft Word, Excel, PowerPoint, Google Drive – სამომხმარებლო დონეზე.
- ZOOM, Microsoft Team და სხვა ონლაინ სასწავლო პლატფორმების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
მიენიჭება უპირატესობა:
-
- თუ თქვენ გაქვთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი C1.
- საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილებას;
- რუსული ენის სწავლების გამოცდილებას;
- ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებას;
- ბიზნეს ინგლისურის სწავლების გამოცდილებას;
- IELTS – სწავლების გამოცდილებას.
ჩვენ გთავაზობთ:
-
- სპეციალურ ტრენინგებს, არსებული სასწავლო პროგრამის ადაპტაციისთვის;
- სწავლებისთვის საჭირო ყველა პირობას;
- თბილ და მეგობრულ გარემოს;
- სამუშაო პირობების შრომის კოდექსთან აბსოლუტურ შესაბამისობას.
ანაზღაურება:
-
- ფიქსირებული ხელფასი ჯგუფზე;
- ბონუსური სისტემა.
როგორ ხდება მიღება:
-
- გასაუბრება, რეზიუმეს მოთხოვნებთან შედარება;
- თქვენ უნდა ჩაატაროთ საცდელი გაკვეთილი.
- 3 თვიანი საცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ, გავაფორმებთ 1 წლიან კონტრაქტს.
- საცდელი პერიოდი სრულად ანაზღაურებადია.
თუ თქვენ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და პიროვნული უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, რეზიუმე ელ-ფოსტაზე: vacancy@speakup.ge
მოთხოვნებთან შეუსაბამო რეზიუმე არ განიხილება ; )
გისურვებთ წარმატებას!