წესები და პირობები

მომსახურების ხელშეკრულება


მუხლი 1: ხელშეკრულების მხარეები:
  • 1.1. სასწავლო ცენტრი სფიქაფი – შემდგომში „მომსახურების გამწევი“
    1.2. მოსწავლის სახელი, გვარი – შემდგომში „მომსახურების მიმღები“
    1.3. მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები შემდგომში როგორც – “მხარეები”

მუხლი 2: ხელშეკრულების საგანი:
  • 2.1 მომსახურების გამწევი პერიოდულად მომსახურების მიმღებს მოთხოვნის შესაბამისად უწევს მომსახურებას, ხოლო მომსახურების მიმღები იღებს მომსახურებას და იხდის მის ღირებულებას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
    2.2 ამ ხელშეკრულებაში მომსახურებას წარმოადგენს მომსახურების მიმღების მიერ მოთხოვნილი უცხო ენის სასწავლო კურსი(ებ)ი, რომლის ჩამონათვალი და ღირებულება მოცემულია ამავე ხელშეკრულებაზე თანდართულ ინვოისში (დანართი #1)
    2.3 მხარეები თანხმდებიან მომსახურების მიღების შემდეგ გრაფიკზე: ___

მუხლი 3: მომსახურების მიწოდების ვადა და ადგილი:
  • 3.1 მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, კვრტ. 5, კორპ. 1ა ან გაკვეთილები ჩატარდება ონლაინ.
    3.2 მომსახურების მიწოდების ვადა განისაზღვრება ინდივიდუალურად – ინვოისში მითითებული კურსის ხანგრძლივობის მიხედვით, რომელზეც მხარეები თანხმდებიან წინასწარ.
    3.3 მომსახურების დასაწყისად ითვლება ამავე ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი.

მუხლი 4: მხარეთა უფლება მოვალეობანი:
  • 4.1 მომსახურების გამწევი ვალდებულია ჩაუტაროს მომსახურების მიმღებს ინვოისში (დანართი #1) მითითებული კურსი წინამდებარე ხელშეკრულების პირობებით, დადგენილ ვადებსა და ფასში.
    4.2 მომსახურების გამწევის ვალდებულება მომსახურების გაცემის თაობაზე ითვლება შესრულებულად, ინვოისში მითითებული სრული კურსის ჩატარების შემდეგ, ამავე ინვოისში მითითებული თარიღის შესაბამისად.
    4.3 მომსახურების მიწოდებასთან ერთად, მომსახურების გამწევი – მომსახურების მიმღებს გადასცემს სწავლისთვის აუცილებელ ყველა საჭირო მასალას.
    4.4 მომსახურების მიმღებს უფლება აქვს მოსთხოვოს მომსახურების გამწევს გაცდენილი საათების გონივრულ ვადაში ანაზღაურება, თუ ეს გამოწვეულია მომსახურების გამწევის მიზეზის გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში, დანართი 1/ინვოისით დადგენილი გადასახდელი თანხის შესაბამისად კორექცია.
    4.5 მხარეები თანხმდებიან, რომ მომსახურების გამწევის მიზეზის გამო გაცდენილი საათების ანაზღაურება მოხდეს ერთობლივად შეთანხმებული განრიგით. გაცდენილი საათების ანაზღაურების ადგილად განისაზღვრება ამავე ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განსაზღვრული მისამართი, ან/და ონლაინ სესია.

მუხლი 5: მომსახურების ღირებულება და ანგარიშწორების წესი:
  • 5.1 მომსახურების მიმღები ვალდებულია მიიღოს მომსახურება და გადაიხადოს მისი ღირებულება წინასწარ, თვეში ერთხელ, საბანკო გადარიცხვით.
    5.2 პირველი გადახდის თარიღად განსაზღვრულია ამავე ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 2 კალენდარული დღე. ხოლო, ყოველი შემდგომი გადახდა წარმოებს პირველი გადახდიდან 28-ე კალენდარულ დღეს.
    5.3 მომსახურების ფასი განისაზღვრება ყოველი კონკრეტული კურსის არჩევის შესაბამისად, რაც მითითებულია დანართი #1 / ინვოისში.

მუხლი 6: განსაკუთრებული პირობები
  • 6.1 მომსახურების გამწევი უფლებამოსილია მომსახურების მიმღებს არ აუნაზღაუროს გაცდენილი საათები, თუ მომსახურების მიმღები საკუთარი სურვილით არ გამოცხადდება გრაფიკით განსაზღვრულ, გეგმიურ გაკვეთილზე.
  • 6.2 მომსახურების მიმღების მიზეზით გაცდენილი საათები, არ ათავისუფლებს მას გადასახადის გადახდისგან.
  • 6.3 სასწავლო ცენტრი სერთიფიკატს გასცემს B1 დონიდან, იმ შემთხვევაში თუ „მომსახურების მიმღები“ წარმატებით ჩააბარებს შესაბამისი დონის ტესტს.
  • 6.4 იმ შემთხვევაში თუ „მომსახურების მიმღები“ ვერ ჩააბარებს შესაბამისი დონის ტესტს, მას აქვს უფლება გადააბაროს ტესტი 7 დღის განმავლობაში.
  • 6.5 თუ მომსახურების მიმღები მეორე ჯერზეც ვერ ჩააბარებს იგივე დონის ტესტს წარმატებით, სასწავლო ცენტრი იტოვებს უფლებას არ გასცეს ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი და არ გადაიყვანოს მომსახურების მიმღები შემდეგ დონეზე.

მუხლი 7: ხელშეკრულების ვადა, შეცვლის და შეწყვეტის წესი
  • 7.1 ხელშეკრულების პირობები შეიძლება შეიცვალოს მხარეთა დამატებითი ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
    7.2 მომსახურების გამწევი უფლებამოსილია მომსახურების მიმღებს არ გაუწიოს მომსახურება და ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მომსახურების მიმღების მიერ გადასახდელი დავალიანება გადახდილი არ არის ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5.2 პუნქტის მიხედვით.
    7.3 მომსახურების მიმღები უფლებამოსილია ვადაზე 15 კალენდარული დღით ადრე, წერილობით გააფრთხილოს მომსახურების გამწევი და შეწყვიტოს ხელშეკრულება ცალმხრივად. ასეთ შემთხვევაში, მომსახურების გამწევი იტოვებს უფლებას არ დააბრუნოს მის მიერ გადახდილი თანხა.
    7.4 ხელშეკრულების ხანგრლივობა განისაზღვრება შერჩეული სასწავლო კურსის ხანგრძლივობის მიხედვით.
    7.5 ხელშეკრულების დასრულების თარიღი: _____

მუხლი 8: დასკვნითი დებულებები:
  • 8.1 ამ ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების ყველა პუნქტი და პირობა, გაგებულია მათ მიერ სწორად და ეთანხმებიან მათ.
    8.2 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ ეგზემპლარად ყოველი მხარისათვის ცალ-ცალკე. ორივე ეგზემპლიარს გააჩნია ერთნაირი იურიდიული ძალა.

მუხლი 9: მხარეთა ხელმოწერები
  • მომსახურების გამწევი: __
  • მომსახურების მიმღები: __

________________________________________
>>> აირჩიე კურსი