fbpx ...

Welcome

გამარჯობა!

მე ვარ მაგდა, ინგლისური ენის პედაგოგი და სასწავლო ცენრის ხელმძღვანელი. მადლობა რომ დაინტერესდით ჩვენი კურსებით და ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს.


ჩვენთან სწავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 5 წლიდან ზემოთ, A1 ნულოვანი სასწავლო დონიდან – C1 აკადემიურ დონემდე. სწავლის დაწყებამდე, ჩვენ პირადად ვესაუბრებით თითოეულ მსმენელს, რომ ზუსტად განვსაზღვროთ მისი ცოდნის დონე. ეს გვეხმარება ზუსტად შევურჩიოთ მას შესაბამისი დონისა და ასაკობრივი ტიპის ჯგუფი. ასეთი მეთოდით დაკომპლექტებულ ჯგუფში, თითოეული მონაწილე თანაბრად ავლენს მის პოტენციალს და არიან მაქსიმალურად პროდუქტიულები.


განსაკუთრებით ვზრუნავთ ჩვენს პატარა მოსწავლეებზე. საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს მარტივი, სახალისო და ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით. ბავშვებს, ინგლისურ და რუსულ ენას ვასწავლით მათ ასაკზე მორგებუბული თამაშებით, სიმღერებით, ენერჯაიზერებითა და ადაპტირებული ლიტერატურით. მშობლებიც მაქსიმალურად არიან ჩართული მათი შვილების განვითარებაში. საერთო ჯგუფებში ყოველდღიურად იგზავნება ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც აღწერს საგაკვეთილო პროცესს. კურსის ბოლოს კი, მშობლებს ვეპატიჟებით შემაჯამებელ, ღია გაკვეთილებზე, სადაც ისინი ხედავენ მათი შვილების პროგრესს.


თუ გნებავთ შეისწავლოთ ინგლისური ან რუსული ენა, ჩვენ გთავაზობთ მოხერხებულ დროს და განრიგს; 60 ან 90 წუთიან გაკვეთილებს როგორც ონლაინ, ასევე სასწავლო ცენტრში. მისაღებ ფასებს და გადახდის მოქნილ სისტემას.

 

ის, რაც ყველაზე მეტად მოსწონთ ჩვენს მოსწავლეებს ჩვენს სასწავლო ცენტრში, არის ის რომ 1. გაკვეთილების მიმდინარეობს აბსოლუტურად ინგლისურ/რუსულ ენაზე და 2. ჩვენ მათ ვთავაზობთ ადგილზე სწავლებას, სახლში დავალების გარეშე. ადგილზევე ვასრულებთ შესაბამის სავარჯიშოებს, ვსაწვლობთ ახალ სიტყვებს, ვწერთ კარნახით, ვკითხულობთ და ვარჩევთ ტექსტებს და ასევე, ვუყურებთ თემატურ ვიდეოებს.


სასაუბრო ინგლისურისა და რუსულის გარდა, ჩვენს ცენტრში შეგიძლიათ შეიძინოთ და შეისწავლოთ შემდეგი კურსები:

  • ზოგადი ინგლისური;
  • ბიზნეს ინგლისური;
  • ბიზნეს რუსული;
  • ინგლისური ბავშვებისთვის;
  • რუსული ბავშვებისთვის;
  • ინგლისური აბიტურიენტებისთვის;
  • ვისაუბროთ უკომპლექსოდ ENG/RU;
  • ინგლისური გრამატიკის ინტენსიური კურსი;
  • IELTS გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი;
  • ქართული ენის კურსი.

თუ უკვე გადაწყვიტეთ შეისწავლოთ უცხო ენა, გთხოვთ გაეცანით ჩვენს წესებსა და პირობებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. დავგეგმავთ ცოდნის დონის განმსაზღვრელ ინტერვიუს და შემოგთავაზებთ თქვენი ცოდნის დონის შესაბამის ჯგუფს. ერთადერთი რაც თქვენ გჭირდებათ, არის უცხო ენის შესწავლის ძლიერი სურვილი და მიზანდასახულობა. კურსების ტარიფები იხ. რეგისტრაციის ფორმაში.

აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენი სასწავლო ცენტრი სწავლას განაახლებს 2024 წლის 8 იანვრიდან. რეგისტრირებულ სტუდენტებს დავუკავშირდებით ეტაპობრივად.


რეგისტრაცია
Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.