FAQ

ხშირად დასმული შეკითხვები.


როგორ ხდება მიღება?

ჩვენს სასწავლო ცენტრში მიღება ხდება 5 წლიდან. თქვენ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ნებისმიერ დროს. ამისთვის, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც მოცემულია თითოული კურსის გვერდზე. რეგისტრაციის შემდეგ ჩვენ დაგიკავშირდებით და დავგეგმავთ თქვენთან გასაუბრებას, რომელიც დაგვეხმარება ზუსტად განვსაზღვროთ თქვენი ცოდნის დონე. რაც მოგვცემს საშუალებას შემოგთავაზოთ განრიგი, შესაბამისი დონის ჯგუფისთვის.  


შემიძლია შემოგიერთდეთ ონლაინ?

დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენთან სწავლა მიმდინარეობს როგორც სასწავლო ცენტრში, ასევე ონლაინ. შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. ონლაინ გაკვეთილებისთვის ჩვენ ვიყენებთ პლატფორმას Microsoft Teams. გაკვეთილების დაწყებამდე, თქვენ უნდა შექმნათ ექაუნთი. ასევე, საჭირო იქნება ნორმალური სისწრაფის ინტერნეტ კავშირი, ყურსასმენი და ვებ კამერა.


რა მეთოდით ასწავლით?

ჩვენი მეთოდია “მარტივი, სახალისო, ინტერაქტიული”. მეთოდი გულისხმობს ადგილზე სწავლებას, სახლში დავალების გარეშე. იმისთვის რომ მსმენელს გავუადვილოთ მიწოდებული ინფორმაციის აღქმა, ვიყენებთ სხვადასხვა ხელსაწყოს: დაფა, სლაიდი, ილუსტრაცია, ვიდეო, აუდიო, ფოტო, და ა.შ ასევე, ჩვენი მიდგომაა რომ მოსწავლემ უცხო ენა ისწავლოს ხალისით. ამიტომ, ჩვენ ხშირად ვატარებთ ენერჯაიზერებს, ვაორგანიზებთ ინტერაქციებს, როლურ სავარჯიშოებს, კარნახით წერას, ლექსიკონის გამოკითხვას და სხვადასხვა აქტივობებს. საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს მეგობრულ გარემოში, სრულიად უცხო ენაზე. მხიარულ და ენერგიულ გაკვეთილებზე დრო ძალიან სწრაფად გადის.


როგორ ხდება ანგარიშსწორება?

ანგარიშსწორება ხდება წინასწარ, ყოველი სასწავლო თვის დასაწყისში. გადახდის განრიგი მითითებულია მოწოდებულ ინვოისში. თუ გსურთ გადაიხადოთ სრული კურსის თანხა ჯამურად, თქვენ ისარგებლებთ 10% -იანი ფასდაკლებით.


სერთიფიკატს გასცემთ?

დიახ, რა თქმა უნდა! სერთიფიკატი გაიცემა B1 დონიდან, შესაბამაისი დონის ტესტის წარმატებით ჩაბარების შემდეგ.


შემიძლია დავესწრო საცდელ გაკვეთილს?

დიახ, რა თქმა უნდა. საცდელ გაკვეთილზე დასწრება ხდება ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ, რადგან ჩვენ უნდა დავადგინოთ თქვენი ცოდნის დონე და შემოგთავაზოთ შესაბამისი დონის ჯგუფი. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გაკვეთილი ფასიანია და ღირებულება შეადგენს 25 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ მსმენელი გადაწყვეტს შეუერთდეს ჯგუფს, გადახდილი თანხა გამოაკლდება სწავლის გადასახადს.


რამდენი მოსწავლეა ჯგუფში?

ჯგუფში მაქსიმუმ 8 მოსწავლეა. გაკვეთილები აგებულია ისე, რომ მოსწავლეებმა იმუშაონ წყვილებში. ისინი მაქსიმალურად ჩართულები არიან საგაკვეთილო პროცესში.


თქვენთან სწავლა ფასიანია?

დიახ, რა თქმა უნდა : ) ჯგუფური ან ინდივიდუალური მეცადინეობის შემთხვევაში, თითოეულ კურსს თავისი ღირებულება გააჩნია, რომელიც მითითებულია კონკრეტული კურსის გვერდზე. მაგ: იხ. სასაუბრო ინგლისური ენის კურსის აღწერა.


რამდენ ხანში დავიწყებ საუბარს?

თუ თქვენ ინგლისურის ან რუსული ენის სწავლას იწყებთ ნულოვანი დონიდან, მინიმუმ 3 თვე არის საჭირო რომ საუბარი დაიწყოთ მარტივი წინადადებების შედგენით. 3 თვის განმავლობაში თქვენ დააგროვებთ შესაბამის სიტყვათა მარაგს და გეცოდინებათ რამდენიმე გრამატიკული დრო. ასევე, ეს ყველაფერი დამოკიდებულია მოსწავლის ძალისხმევაზე და გაკვეთილების ინტენსივობაზე. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ კვირაში 2,3 ან 5 დღე.