fbpx

ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ


SpeakUp – სფიქაფი წარმოადგენს ინგლისური ენის სასწავლო ცენტრს, რომელიც დაარსდა 2016 წელს. ჩვენი მიზანია მარტივად, ხალისიანად და ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით შევასწავლოთ ინგლისური ენა მსმენელს. გავაცნოთ მათ ყოველდღიური სასაუბრო და ლიტერატურული ენის კულტურა. ასევე, ავამაღლოთ მოსწავლის საბაზისო ცოდნა, გარკვეულ დონემდე.

 

სასწავლო ცენტრი ორიენტირებულია ხარისხიან სწავლებაზე და მომხმარებლის მაქსიმალურ კმაყოფილებაზე. ასევე, მუდმივად ზრუნავს ლოიალობის ზრდაზე. ჩვენ ვუქმნით სასიამოვნო გარემოს და ყველა ისეთ პირობას მსმენელს, რომელიც ხელს უწყობს გონივრულ დროში აითვისოს ინგლისური ენის თავისებურებები.

 

მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ჩვენ ენის შესწავლის ინდივიდუალურ გადაწყვეტას ვთავაზობთ თითოეულ მსმენელს. სასწავლო პროგრამები მორგებულია ყველა ასაკის მსმენელის დონეს, სადაც თავად შეუძლიათ აირჩიონ სასურველი პროგრამა და ტესტირების საფუძველზე ჩაირიცხონ სასურველ კურსზე.

 

ცენტრი დაკომპლექტებულია სერთიფიცირებული, მაღალი გამოცდილების მქონე, ახალგაზრდა პედაგოგებით და გთავაზობთ ნებისმიერი პროგრამის ადგილზე სწავლებას.

 

ჩვენი გუნდი